|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ალურას“ წინააღმდეგ დაწყებული კამპანია დაგვიანებულია"

ე.წ. ჩინური პეპლის „ალურას“ საწინააღმდეგოდ დაწყებულ სამუშაოებს დაგვიანებულად თვლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლანდშაპტის დარგში რამაზ კილაძე. როგორც მან „ნიუპრესთან“ საუბარში განაცხადა, ალურას საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანია აღდგომიდან დაიწყო,  მოსახლოებას მოუწოდებდა  დროულად შეეწამლათ მცენარეები.

„ალურა არის მონოფაგი, რომელიც მალე მრავლდება და ასევე მალე ანადგურებს მცენარეებს. ეს პროცესი დაწყებულია აღდგომიდან, სადაც ვიყავი ყველა მამაოს ვუთხარი, დაეწყოთ შესწავლა. სხვადასხვა მედიკამენტია,  „ალპაკი“, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო უწევს რეკომენდაციას. მე პირადად „გრანდ დ“ მიმაჩნია კარგ წამლად. რამდენიმე პრეპარატს შეეგუა ეს მავნელებელი, ამიტომ ვიყენებთ, რომელიც ყველაზე ძლიერია, რომ დროულად მოხდეს საფრხის პრევენცია. ეს მხოლოდ ქუთაისში არაა,  ყველგანაა მოდებული და დაგვიანებულიც არის მათი შეწამვლა, მაგრამ მცენარეების გადარჩენა შესაძლებელია“,-განაცხადა რამაზ კილაძემ.

მისი განცხადებით, დროულად უნდა მოხდეს მცენარეების გასხვლა და შეწამვლა, რომ მავნებელი არ გაძლიერდნეს. მისივე თქმით, მოჭრილი მცენარეები ადგილზე უნდა დაიწვას, რომ არ მოხდეს სხვა მცენარეებზე გადადება.

შეგახსენებთ, მავნებელმა პეპელამ ქუთაისში უკვე გაანადგურა მწვანე საფარის ნაწილი.  მერიის შესაბამისმა სამსახურმა მცენარეების შეწამვლა გუშინ დაიწყო.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა