შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ფილმები, რომელთა ნახვაც “ზაფხულის საღამოების” ფარგლებში არის შესაძლებელი

25 ივლისი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 23

ფილმები, რომელთა ნახვაც “ზაფხულის საღამოების” ფარგლებში არის შესაძლებელი

ქუთაისში ჩვენებები ღია ცის ქვეშ გაიმართება.

აზიური კინოს კვირეული “ზაფხულის საღამოების” ფარგლებში27 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით მონ პლეზირის თაღთან, იქ, სადაც XX საუკუნის დასაწყისში მდებარეობდა ერთ-ერთი პირველი კინოთეატრი ქუთაისში გაიმართება აზიური კინოს კვირეული. ჩვენებების ორგანიზატორი ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურია.

კინო კვირეულის პროგრამა :

27 ივლისი – “სასიყვარულო განწყობა” რეჟ. ვონგ კარ ვაი
28 ივლისი – “გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და კვლავ გაზაფხული” რეჟ. კიმ კი დუკი
29 ივლისი – “თოჯინები” რეჟ. ტაკეში კიტანო
30 ივლისი – “ციცინათელას საფლავი” რეჟ.ისაო ტაკაჰატა
31 ივლისი – “კიკის მიტანის სერვისი” რეჟ. ჰაიაო მიაძაკი

ყველა სეანსი დაიწყება 21:00 საათზე.

თეგები: ზაფხული