იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. იაპონური მედიის ინფორმაციით, ივატეს პრეფექტურაში ცუნამის საშიშროება გამოცხადდა. ამ დროისთვის რეგიონის სანაპირო ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
იაპონიაში მიწისძვრა მოხდა
17 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 25
ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
თეგები: ევაკუაცია • იაპონია • მიწისძვრა • უცხოეთი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები