ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა

7 აგვისტო, 2017 • ნიუპრესი • 1

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა

თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავებულია ერთი ადამიანი.

შსს ფაქტს ადასტურებს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო:interpressnews.ge

თეგები: ავარია