სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი მხატვარი ნამუშევრით ,,ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით” საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს

9 აგვისტო, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 18

ქუთაისელი მხატვარი  ნამუშევრით  ,,ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით” საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს

“მიხარია, რომ მსოფლიო ქალთა ხმას, ჩემი ხმაც შეუერთდება”.

საერთაშორისო ფემინისტურ ფესტივალში ქუთაისელი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალზე ლია უკლება ნამუშევრით ,,ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით” მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი ტუნისში 7- დან 10 სექტემბრის ჩათვლით იმართება.

როგორც მხატვარი “ნიუპრესთან” საუბარში განმარტავს, ფესტივალზე “ქალთა ფონდი საქართველოში”-ს მხარდაჭერით და “გლობალური ქალთა ფონდის” დაფინანსებით გაემგზავრება.

“ქალთა ფონდი საქართველოში”-ს მხარდაჭერით და “გლობალური ქალთა ფონდის” დაფინანსებით გავემგზავრები. მიხარია, რომ მსოფლიო ქალთა ხმას ჩემი ხმაც შეუერთდება. დიდი მადლობა ამისთვის მხარდამჭერ ორგანიზაციებს”,-განაცხადა ლია უკლებამ.

,,ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით” ერთ-ერთი გახმაურებული ფემინისტურია ნამუშევარია, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოყვა.

თეგები: კულტურალია უკლებაღვთისმშობელი