11 აგვისტოს იმერეთის რეგიონში გეგმიური საექსპლუატაციო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის 104 აბონენტებს.
ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს, ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგება 11 აგვისტოს 14:00 საათიდან.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114