სინოპტიკოსები როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის კლებას, ზოგან კი ხანმოკლე წვიმასა ელ-ჭექს ვარაუდობენ. ტემპერატურა 34 გრადუსამდე 14 აგვისტოდან დაიკლებს.
ამ დღეებში კი, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +33-38 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი +32-37 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში 13-14 აგვისტოს მოსალოდნელია +32-34 გრადუსი სითბო, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით.