ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“სამტრედია ” – დინამოს” მატჩზე ინციდენტი მოხდა

13 აგვისტო, 2017 • ნიუპრესი • 1

“სამტრედია ” – დინამოს” მატჩზე ინციდენტი მოხდა

ინციდენტი მოხდა სამტრედიის საფეხბურთო მოედანზე, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი კლუბი “სამტრედია” და თბილისის ,,დინამო” შეხვდნენ. მატჩმა, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა, კლუბ “სამტრედიას” გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია.

ერთ-ერთმა მათგანმა ტრიბუნიდან მსაჯების მიმართულებით ბოთლი ისროლა. ინციდენტის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც შსს-ში განმარტავენ, საქმის ძიება ადმინისტრაციული სამართალწარმოების 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ipn.ge

თეგები: ინციდენტისპორტი