15 აგვისტოს Black Sea Arena-ზე ირაკლი ჩარკვიანის საღამო – “ირაკლი ჩარკვიანი – ისტორია” – გაიმართება. კონცერტის მსვლელობის დროს, სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე ირაკლის უცნობი ფოტო და ვიდეო მასალისგან შექმნილი ინსტალაციები გავა. საღამოს წამყვანი მუსიკოსის მამა გელა ჩარკვიანი იქნება.
კონცერტში მონაწილეობენ: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სტეფანე, ოთო ნემსაძე, გვანცა ჯაფარიძე, ნინა სუბლატი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა, მაია დარსმელიძე, თიკა ბალანჩინი & New One Band, SOFT EJECT, GREEN ROOM, NEW ONE, რობი კუხიანიძე & OUTSIDER, LoudSpeakers, EKO & VINDA FOLIO
საღამოს ინიციატორები და ორგანიზატორები Bravo Records-ი და Altervision Group-ი არიან.
ბილეთების ფასი 10 – დან 60 ლარამდე იქნება.