ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ლამბერსექსუალები ქუთაისის თვითმმართველობაშიც გამოჩნდნენ

19 თებერვალი, 2015 • ანა ჯიქია • 24

ლამბერსექსუალები ქუთაისის თვითმმართველობაშიც გამოჩნდნენ

მოდის ამ ახალ ტენდენციას მხარი საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა აუბა.

ლამბერსექსუალები ქუთაისის თვითმმართველობაშიც გამოჩნდნენ. საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი საზოგადოების წინაშე ბოლო პერიოდში ახალი იმიჯით ჩნდება. მოდის ამ მიმდინარეობამ თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. მისი ნიშნებია: გრძელი, მაგრამ მოვლილი წვერი და უბრალო სამოსი (მაისურები ან კუბოკრული ფლანელის პერანგები). ლამბერსექსუალები ჩვეულებრივი, ქალაქის მაცხოვრებლები არიან, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ და სოლიდურ ხელფასს იღებენ. სახელწოდება “ლამბერსექსუალი” მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან “lumberjack” – “შეშის მჭრელი”.

ქართველი პოლიტიკოსებიდან მოდის ამ ტენდენციის მიმდევარი ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეა.

თეგები: დავით დვალიკახი კალძელამბერსექსუალისაზოგადოება