შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერის მესამე მოადგილედ გიორგი იობაშვილი დაინიშნა

18 აგვისტო, 2017 • ნიუპრესი • 26

ქუთაისის მერის მესამე მოადგილედ გიორგი იობაშვილი დაინიშნა

ის “ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოსტს იკავებდა.

ქუთაისის მერის მესამე მოადგილედ გიორგი იობაშვილი დაინიშნა.- ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ დალაქიშვილი იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ გადავიდა.

გიორგი იობაშვილი კურატორობას გაუწევს მერიის საბინაო სამსახურს, ააიპ ბაგა-ბაღებს, ააიპ სპორტულ და კულტურულ სახელოვნებო გაერთიანებებს.

ის მერიის საბინაო სამსახურში მუშაობდა, რომელიც ერთი წლის წინ დატოვა. გიორგი იობაშვილი ამ დრომდე “ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოსტს იკავებდა.

თეგები: ვიცე მერი