ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიამ რესტორნებში 151 410 ლარი გამოყო

27 აგვისტო, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის მერიამ რესტორნებში 151 410 ლარი გამოყო

ქუთაისის მერიამ 2017 წელს სარესტორნო მომსახურეობისთვის 151 410 ლარი გამოყო.

კონსოლიდირებული ტენდერების დოკუმენტაციებით ირკვევა, რომ სარესტორნო მომსახურეობისთვის 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე ქალაქის თვითმმართველობამ 37 ბიზნეს ობიექტთან გააფორმა ხელშეკრულება.

ქუთაისის მერიამ რესტორნის მომსახურეობისთვის 18.01.2017-ში, შპს “ქუთაისს“ 15 000 ლარი, ასევე 15 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა შპს”ბაგრატი 1003″თან. (01.02.2017) შპს “ტაო 2011” 2 000 ლარი, ამავე რიცხვში ინდ. მეწარმე გიორგი მაჩიტაძეს 7 000 ლარი, ასევე შპს”ამირან+” 2 000 ლარი. 03.02.2017 -ში ინდ. მეწარმე ნინო ჩხეტიას 7 500 ლარი. 06.02.2017-ში შპს “ლეიქრადს” 1500 ლარი გადაერიცხა ადგილობივი ბიუჯეტიდან. ინდ. მეწარმე ნინო ჩხეტიას 1 000 ლარი დაერიცხა 06.02.20174-შიც. 13.02.2017-ში შპს”ბაგრატი-1003″ მერიამ სარესტორნო მომსახურეობისთვის 1250 ლარი გადაურიცხა.

24.02.2017-ში შპს “ბირთვს” 3000 ლარი. 15.02.2017-ში სარესტორნო მომსახურეობისთვის 1500 ლარი კვლავ ინდ. მეწარმე ნინო ჩხეტიას დაერიცხა, ხოლო ი.მ. გიორგი მაჩიტიძეს 1 000 ლარი. შპს “საწნახელს” 5 000 ლარი, ასევე 5 000 ლარი ჩაერიცხა შპს “სანაპიროს”. 28.04.2017-ში ინდ. მეწარმე გიორგი მაჩიტიძეს 1 020 ლარი. 03.05.2017-ში შპს “ო თეოს” ქუთაისის მერიამ, ჯერ 16 000 ლარი,შემდეგ კი 1 500 ლარი გადაურიცხა.

08.05.2017-ში ი.მ რამაზ კვატაშიძეს 1 500 ლარი, ხოლო შპს “თეთრ ხიდს” 3 740 ლარი.

10.05.2017-ში, შპს”გოლდენ პალასს” 5 000, ი.მ მაკა სილაგაძეს 2 000, ხოლო შპს” ახალ ალბიონს” 500 ლარი გადაურიცხეს. შპს “გარის” 1 000 ლარი. ი.მ იაკობ ჩიხლაძეს 12 000, მაკა სილაგაძეს 2 500, ხოლო შპს “ახალ ალბიონს” 5 000 ლარი.

14.02.2017-ში შპს”ქუთაისს” 10 ათასი ლარი,“მოწამეთა პალასს” 1000, შპს “ცისფერ ყანწელებს” 3 000, შპს “თეთრ ხიდს” 1 400 ლარი, ხოლო ი.მ კახაბერ ჯიქიას 1 700 ლარი.

26.07.2017-ში შპს “მეგრულ-ლაზური” ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 000 ლარი გადაერიცხათ, ხოლო შპს “მუზეუმს” 2 000 ლარი.

01.08.2017-ში ი.მ ნინო ჩხეტიას მერიამ 800 ლარი გადაურიცხ, ხოლო შპს “ქუთაისს” 10 00 ლარი.

აღნიშნული მომსახურეობისთვის, 2016 წელს მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 138 000 ლარი დახარჯა.

თეგები: რესტორნები