|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ რესტორნებში 138 000 ლარი გახარჯა

ქუთაისის მერიამ ერთი წლის განმავლობაში, რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში 138 ათას ლარამდე გადაიხადა. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაირიცხა.

 კონსოლიდირებული  ტენდერების დოკუმენტაციებით ირკვევა, რომ  2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე ქალაქის თვითმმართველობამ  19 ბიზნეს-ობიექტის წარმომადგენელთან გააფორმა ხელშეკრულება.

ქუთაისის მერიამ რესტორნის მომსახურეობისთვის 18.01.2016-ში, შპს "იმპერიას“  5 000 ლარი, ი.მ ნინო ჩხეტიას 6 000 ლარი, შპს „პალატს“ 10 500 ლარი გადაუხადა.

 2016 წლის 25 იანვარს, შპს „ტაოს“, შპს “ამირანს“ და შპს „ქუთაისს“ ჯამში, 20 ათასი ლარი გადაუხადა.                                                                                                                     

 ხოლო ი.მ. გიორგი მაჩიტიძეს 17, 300 ლარი. ი.მ. იაკობ ჩიხლაძეს  1 393 ლარი, შპს „ქუთაისი გარდენიას“ 3 500 ლარი,  შპს „ასტორიას“ 5 000 ლარი , შპს “იბერიას“ 1000 ლარი,  შპს “გრანდს“ 7 000 ლარი.  შპს“ქუთაისს“ 7 400 ლარი, შპს „იმპერიას“ და შპს "გარის" ჯამში 2 500 ლარი.

35 ათასი ლარი ქუთაისის მერიამ რესტორნის და სასტუმროს  მომსახურეობისთვის  კომპანიებს შპს “გრანდს“ და შპს „არგო ინვესტმენტს“ გადაუხადა.

2016 წლის 15 სექტემბერს, ადგილობრივი ბიუეტიდან რესტორნის მომსახურეობისთვის, შპს “ბლუზს“, “ბარსას“ და „ასტორიას“ ჯამში, 1 250 ლარი გაიხარჯა.

ოქტომბრის თვეში, შპს“გოლდენ პალასს“ 1 000 ლარი, შპს „ქუთაისი“ 900, ი.მ. ლალი გუგლაძეს 1 500 ლარი, შპს „ქუთაისი“ 3 000 ლარი, შპს“სანაპირო“ 1 500 ლარი გადაუხადეს.

ხოლო იანვარის თვეში სარესტორნე მომსახურეობისათვის 6 400 ლარი გადაუხადეს, შპს “ამირანს“, შპს “ქუთაისს“ და ი.მ ნინო ჩხეტიას.

 

 

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა