ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის სურვილი 1154-მა პირმა გამოთქვა

31 აგვისტო, 2017 • ირინა მაკარიძე • 1

ქუთაისში საუბნო საარჩევნო კომისიის  წევრობის სურვილი 1154-მა პირმა გამოთქვა

ქუთაისის #59 საოლქო კომისიაში საუბნო კომისიების შემადგენლობის შერჩევა 3 სექტემბერს მოხდება.

როგორც ქუთაისის #59 საოლქო კომისიაში აცხადებენ, კონკურსში მონაწილეობას 1154 კონკურსანტი მიიღებს. განცხადებების მიღება გუშინ დასრულდა, სულ დასანიშნ წევრთა რაოდენობა ყველა უბანზე ჯამში 738-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებთა შესარჩევი კონკურსის დაწყების შეახებ განცხადება დღეს ცესკოს პრესსპიკერმა გააკეთა. ანა მიქელაძის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 1-5 სექტემბრის პეროიდში, ხოლო 6 სექტემბრიდან დაიწყება 7 უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნომინირება-დანიშვნა”.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისათვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული პარტიების წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და მედიას.

თეგები: არჩევნებისაუბნო