ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში 430-მდე დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები გადაეცემა

3 სექტემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში 430-მდე დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები გადაეცემა

ქუთაისში დევნილები მესხიშვილის თეატრში იკრიბებიან. დღეს 430-მდე დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღების დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გადასცემს.

ქუთაისში ბინების მიღების მოთხოვნით განაცხადი 3737 დევნილმა ოჯახმა შეავსო.

შეგახსენებთ, ბინების განაწილებას ქუთაისში დევნილთა მღელვარება მოჰყვა. უბინაოდ დარჩენილები ბინების განაწილების ობიექტურეობას აპროტესტებდნენ, მათი ნაწილი დევნილთა სამმართველოში შეიჭრა, სადაც მათ დევნილთა მინისტის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე შეხვდა. მეორე დღეს დევნილებმა პარლამენტთან მიმდებარე გზა გადაკეტეს და საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე ბინები მათ გადაეცათ, ვისაც საშიშ ზონაში უწევდათ ცხოვრება.

თეგები: დევნილები