სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჭიათურის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ პაატა ნადირაძე იქნება [R]

3 სექტემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ჭიათურის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ პაატა ნადირაძე იქნება [R]

“ვიქნები ქალაქის ის მერი, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ჭიათურის აღმშენებლობაში. მინდა, რომ ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს ქალაქს. შევეცდები, ღირსეულად ვემსახურო ჭიათურას,” – განაცხადა პაატა ნადირაძემ, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჭიათურის მერობის კანდიდატად წარადგინა.

პაატა ნადირაძე აქამდე იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი მხარდამჭერებს დღეს ქუთაისში შეხვდა და მათ იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარუდგინა.

თეგები: პაატა ნადირაძე