ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიების წევრები შეარჩია

4 სექტემბერი, 2017 • ირინა მაკარიძე • 1

ქუთაისის საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიების  წევრები შეარჩია

59 საოლქო საარჩევნო კომისიამ 123 საარჩევნო უბნის 738 კომისიის წევრი შეარჩია,

საოლქო საარჩევო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, მხოლოდ 4 შემთხვევაში დადგება განმეორებითი კენჭისყრა.

“738 არჩეული კომისიის წევრიდან 563-ს აქვს შესაბამისი გამოცდილება, 10 არის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე, 72 ფლობს საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების დასრულების სერთიფიკატს, 15 არის საარჩევნო განათლების სკოლის კურსდამთავრებული, 2 ახალგაზრდა ამომრჩეველის სერთიფიკატის მფლობელი.

75 ადამიანს არ აქვს გამოცდილება, მაგრამ ისინი არიან ახალგაზრდები 19-დან 23 წლამდე, რომლებსაც მივეცით შანსი, მიეღოთ შესაბამისი გამოცდილება. თუ შანს არ მივცემთ, ისე გამოცდილებას ვერ მიიღებენ”.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს “ნაციონალური მოძრაობის”, “ქრისტიან-კონსერვატორების”, “პატრიოტთა ალიანსის” და “გაერთიანებული დემოკრატების” მიერ დანიშნული კომისიის წევრებმა, ხოლო “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ყველა კონკურსანტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

საუბნო კომისიის წევრების შერჩევაში 1154 კონკურსანტი მონაწილეობდა.

თეგები: კონკურსისაარჩევნო კომისია