ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერობის კანდიდატს 8 სექტემბერს წარადგენს

5 სექტემბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერობის კანდიდატს 8 სექტემბერს წარადგენს

“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერობის კანდიდატზე შეჯერდა. ქუთაისში გამარჯვებას გრიგოლ ვაშაძე შეეცდება.

“ნიუპრესის” ინფორმაციით, პარტიას ქუთაისში წარდგენა 8 სექტემბერს ექნება, ასევე დასახელდებიან საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.

შეგახსენებთ, რომ მერობის კანდიდატად რამდენიმე ცნობილი სახე განიხილებოდა, მათ შორის ხატია დეკანოიძე, თუმცა არჩევანი გრიგოლ ვაშაძეზე შეჩერდა.

გრიგოლ ვაშაძეს მინიჭებული აქვს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანის დიპლომატიური რანგი.

წინა ხელისუფლებიდს დროს ის დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად.

ჰყავს მეუღლე ნინო ანანიაშვილი და ორი შვილი ნოდარ ვაშაძე და ელენე ვაშაძე.

ფლობს რუსულ, ინგლისურ, პორტუგალიურ, იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ ენებს.

არის “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ამ დრომდე ხელმძღვანელობს თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბს.

თეგები: არჩევნებინაციონალური მოძრაობა