ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქალაქის ბიუჯეტის ოდენობა არ იცის?

5 სექტემბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქალაქის ბიუჯეტის ოდენობა არ იცის?

“რადგან განათლების კომიტეტს წარმოვადგენ, განათლებას შევეხები და ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია განათლებაში რესურსის ჩადება”-განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა “ქართული ოცნების”კანდიდატის ამირან კოპალეიშვილის წარდგენის დროს. მისი განცხადებით, სხვა პრიოტიტეტებთან ერთად განათლება მნიშვნელოვანია. ასევე მან ბიუჯეტზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ არსებული 40-45 მილიონი საკმარისი არ არის.

“ბიუჯეტი, რაც არის 40 თუ 45 მილიონი, საკმარისი არ არის და აუცილებელია ამ კუთხით გააქტიურება, რომ მეტი თანხები მოვიზიდოთ ქალაქში და მეტი პროექტი განხორციელდეს”, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

შგეახსნებთ, რომ ამ დროისთვის ქუთაისის ბიუჯეტი 67 812 200 ლარია. თავდაპირველად ბიუჯეტი 51 572 800 ლარი იყო, რომელშიც რამდენიმე ცვლილება შევიდა.

თეგები: არჩევნები