16 ივლისს შევიკრიბოთ ყველა, ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა - სალომე ზურაბიშვილი
გთავაზობთ, რომ 16 ივლისს შევიკრიბოთ ყველა, ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა. დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში რადიკალურმა ოპოზიციამ უარყოფითი როლი შეასრულა, თუმცა პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა.
„ოპოზიციამ და მისმა რადიკალურმა ფრთამ, ცხადია, ძალიან დამაზიანებელი როლი ითამაშა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ გვყავს კონსტრუქციული და პროევროპული ოპოზიცია.
რაც უნდა მკაცრი და დესტრუქციული უნდა ყოფილიყო ოპოზიციის ქმედებები, პირველ რიგში, ბრიუსელში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა და ამას ვერავის გადაუნაწილებს, რამეთუ ხელისუფლება ერთია.
ამ ყველაფრის მიუხედავად, რჩება მცირე, მაგრამ რეალური შანსი. პირველ რიგში, რასაც გთავაზობთ, ერთიანობა, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს.
გთავაზობთ, რომ 16 ივლისს შევიკრიბოთ ყველა, ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა. დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება.
ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით, სადაც იქნება რიგითი მოქალაქე, მე თქვენ და ნებისმიერი, ან პოლიტიკური პარტიის წევრები, ან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ყველა მოვა, როგორც რიგითი მოქალაქე, იქ არც სიტყვები იქნება, არც განცხადებები, არც პლაკატები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა, შეუძლიათ იმღერონ. დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის ევროპა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი