ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“20 215 ადამიანს დენი ჩაეჭრა გადაუხდელობის გამო” – ქუთაისის სტატისტიკა გოგი წულაიასგან

13 სექტემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

“20 215 ადამიანს დენი ჩაეჭრა გადაუხდელობის გამო” – ქუთაისის სტატისტიკა გოგი წულაიასგან

ქუთაისში, 7 თვის მონაცემებით, 20 215 ადამიანს დენი ჩაეჭრა გადაუხდელობის გამო – განაცხადა გოგი წულაიამ “იმედის” გადაცემაში “ამომრჩევლის პირისპირ”, სადაც ქუთაისის მერობის კანდიდატების დებატები გაიმართა.

გოგი წულაიას თქმით, კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო ქუთაისში ათასობით ადამიანი დარჩა წყლის ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე.

“ქუთაისში, 7 თვის მონაცემებით, გადაუხდელობის გამო 20 215 ადამიანს დენი ჩაეჭრა, 12 ათასზე მეტ ადამიანს გაზის მიწოდება შეუწყდა, 500-მდე აბონენტს კი წყლის. 7 521 ოჯახი დარეგისტრიტებულია სოციალურად დაუცველის სტატუსის მოსაპოვებლად, აქედან 2 725 უკვე მიღებული აქვს ეს სტატუსი. 820 მრავალშვიალიანი ოჯახია, საიდანაც 700 უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. 2 ბავშვია გარდაცვლილი შენობიდან აგურის ჩამოვარდნის შედეგად.

1300 დევნილი ოჯახი ქუთაისში ბინას ელოდება, 120 კორპუსია, რომელიც დაზიანებულია. მოსახლეობის 40 % ემიგრაციაშია და ათასობით ბავშვი უდედოთ იზრდება”-განაცხადა წულაიამ, რომელიც “თავისუფალი საქათველოს” მერობის კანდიდატია ქუთაისში.

თეგები: გადაუხდელობის გამოგოგი წულაიადენი