ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით ქუთაისში ქალაქური მუსიკის კონცერტი გაიმართება

13 სექტემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით ქუთაისში ქალაქური მუსიკის კონცერტი გაიმართება

15 სექტემბერს 15:00 სთ-ზე მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართება ქალაქური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის “2016 და 2017 წლების გამარჯვებული მოსწავლეები:
თამარ ლაჭყეპიანი – 2016 წლის მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გრან-პრის მფლობელი, ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე; კონკურსი „იბერიის ხმა“-ს გრან-პრის მფლობელი;
მარიამ ლევიძე – ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა 2017“ მე-2 ადგილის მფლობელი; სალომე ჩოგოვაძე – ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა 2017“ მე-2 ადგილის მფლობელი; საბა აშვეთია – ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე, „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა 2017“ პირველი ადგილის მფლობელი;
გიორგი ბაღათურია – ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა 2017“ მე-3 ადგილის მფლობელი;
ნინო შავგულიძე – ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა 2017“ პირველი ადგილის მფლობელი;
ალბინა ჯანელიძე- ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა 2017“ მე-3 ადგილის მფლობელი

თეგები: კონცერტი