ქუთაისში სააგიტაციო პლაკატების განსათავსებლად მერიამ ადგილები გამოყო. პარტიებსა და კანდიდატებს სააგიტაციო მასალების განთავსება 10 ადგილზე შეზღუდვით შეუძლიათ. პარტიას არ აქვს შესაძლებლობა ადგილი მხოლოდ საკუთარი სააგიტაციო პლაკატებისათვის გამოიყენოს.
1.ავტომშენებლის ქუჩა №33-ის წინამდებარე ტროტუარზე;
2. გამარჯვების მოედანზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის ტერიტორიის წინამდებარე ტროტუარზე (ღობის გასწვრივ აღმოსავლეთ ნაწილზე);
3. გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის დასაწყისში, წითელი ხიდის სამხრეთით ავტოსადგომთან მდებარე სკვერში;
4. 26 მაისის ქუჩის № 43-ში მდებარე შენობის წინამდებარე ტროტუარზე (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ნაწილის წინ);
5. ლეონიძის ქუჩა №4-ის მიმდებარედ არსებულ ტროტუარზე (ატს-ის შენობის დასავლეთით); ლ.ავალიანის ქუჩა №2-ის წინამდებარე ტროტუარზე;
6. ახალგაზრდობის გამზირის მე-5 შესახვევში მდებარე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის „მუხნარის“ ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე გაზონში;
7. ანჯაფარიძისა და ფოთის ქუჩების კვეთაზე არსებულ გაზონში (სადერევაციო არხის მიმდებარედ);
8. ვაჟა-ფშაველასა და კიკვიძის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში;
9. თაბუკაშვილისა და ოცხელის ქუჩების კვეთაზე, ტროტუართან (არხის მიმდებარე ტერიტორია); სულხან- საბას გამზირი №9-ის დასავლეთით არსებულ ტერიტორიაზე;
10. ნიკეას ქუჩის №32/№34 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს არსებულ გაზონში.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, პლაკატების განსათავსება დასაშვები გახდა ელექტროენერგიის ბოძებზე. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიებსა და ღონისძიებებს, მათთვის ქალაქში სამი ადგილი გამოიყო.
ამ თემაზე:
ქუთაისში სააგიტაციო ღონისძიებების ჩასატარებელი ადგილების რაოდენობა გაიზარდა