სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა მასწავლებლებისათვის

2 მარტი, 2015 • იზა მოდებაძე • 20

პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა მასწავლებლებისათვის

პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის საგნის გამოცდა 2015 წელს ერთხელ ჩატარდება.

საქართველოს მთავრობამ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მარეგულირებელი დოკუმენტები დაამტკიცა.

სპეციალური სახელმწიფო კომისიის მიერ შემუშავებულია 9 დოკუმენტი, რომელიც პედაგოგთა კვალიფიცირების სწორ გადანაწილებას მოიაზრებს. მასწავლებლის შეფასება დაეფუძნება პროფესიულ სტანდარტს და შემდეგ ძირითად პრინციპებს: სამართლიანობა, ობიექტურობა, ვალიდობა, თანასწორობა, სანდოობა, გამჭვირვალობა.

მასწავლებელთა სქემა განსაზღვრავს პედაგოგის 4 სტატუსს: პრაქტიკოსი მასწავლებლის, უფროსი მასწავლებლის, წამყვანი მასწავლებლის და მენტორის სტატუსს:

პრაქტიკოსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად; უფროსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული აქვს საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები; წამყვანი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და სასწავლო რესურსებს, შედეგებს უზიარებს კოლეგებს; მენტორი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებისა და დამწყები მასწავლებლის პედაგოგიურ პრაქტიკას.

პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის საგნის გამოცდა 2015 წელს ჩატარდება ერთხელ. მინისტრის განცხადებით, 2015-2016 სასწავლო წელი განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად.

თეგები: გამოცდაპედაგოგისაზოგადოებასკოლა