სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ დაიწყო. კონკურსი მეცხრედ ჩატარდება და მასში თბილისთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან. კონკურსში სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ.
პროზაული ნაშრომი – მოთხრობა ან ნოველა (შესაძლებელია ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია.
უნივერსიტეტის ჟიური შიდაშესარჩევ ტურში გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „ჯეოსელის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:
I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო
II ადგილი – 700 ლარი
III ადგილი – 500 ლარი
მონაწილეობის მსურველებმა, 18 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, კონკურსის ელ.ფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge უნდა გააგზავნოთ: შევსებული ანკეტა
წელს ლეგენდის ფინალური ტური ბაკურციხეში მდებარე ევროპული სტილის კომპლექსი, სარაჯიშვილების საგვარეულო მამული – „მაროშენი“ მოეწყობა.
studinfo.edu.aris.ge