ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქართული ოცნების” ქუთაისის საკრებულოს პირველი ათეული

23 სექტემბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“ქართული ოცნების” ქუთაისის საკრებულოს პირველი ათეული

“ქართული ოცნების” ქუთაისის საკრებულოს პირველი ათეული ცნობილია. წარდგენა სასტუმრო “ბაგრატი 1003-“ის ტერასაზე ამ დროისათვის მიმდინარეობს.

1.ნიკოლოზ ლატარია -საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2. მაია სიმონიძე – სამკერვალო საწარმოს “იმერი” ხელმძღვანელი, ყოფილი პარლამენტარი -“მოქალაქეთა კავშირიდან”

3 რამაზ ჩხიკვაძე -სპორტული ჟურნალისტი

4. ალექსანდრე ახალაძე – კობა ნარჩემაშვილის მაჟორიტარული ბიუროს ხელმძღვანელი, საკრებულოს ყოფილი წევრი “აღორძინებიდან”

5. ოთარ ლორთქიფანიძე -“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი

6. ლაშა გვენეტაძე – საკრებულოს წევრი, ის ცოტა ხნის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

7. ნანა კოსტავა – “ქართული ოცნების” წევრი

8. დავით წულეისკირი -წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი

9. ვლასი გარდაფხაძე -იურისტი

10. კობა ფხაკაძე – მსოფლიო ჩემპიონი, მოკრივე

საკრებულოს პროპორციული სია მხარდამჭერებსა და მედიას ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ წარუდგინა. “ეს ადამიანები შევარჩიეთ პროფესიონალიზმით, ერთგულებითა და ქალაქის სიყვარულით”, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

წარდგენას არ ესწრებოდა ქუთაისის მერი. ღონისძიებაზე ტრადიციულად იმყოფებოდნენ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე.

თეგები: ქართული ოცნება