ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გრიგოლ იოსელიანმა ამომრჩეველს წყალტუბოს განვითარების გეგმა გააცნო [R]

26 სექტემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

გრიგოლ იოსელიანმა ამომრჩეველს წყალტუბოს განვითარების გეგმა გააცნო [R]

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატმა გრიგოლ იოსელიანმა ტაბიძისა და გამსახურდიას ქუჩების ამომრჩეველს წყალტუბოს განვითარების გეგმა გააცნო.

შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, გუნდთან ერთად, ახალი ინიციატივებით გამოვა.

„ქალაქში ამხანაგობების თანადაფინანსების პროცენტი მოსახლეობის მხრიდან 20%-დან 15%-მდე შემცირდება, რათა მოსახლეობისთვის საჭირო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. მუნიციპალიტეტში ამჟამად არსებულ სოციალურ პროგრამებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის, გაზის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის თანადაფინანსებით გადახდა დაემატება“, -განაცხადა გია იოსელიანმა.

წყალტუბოს მერობის კანდიდატი გამსახურიდას ქუჩის მცხოვრებელებს წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნეზურაბიანმა წარუდგინა.

თეგები: არჩევნები