შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თემურ ჩუბინიძე სოფელ ორპირის მოსახლეობას შეხვდა [R]

26 სექტემბერი, 2017 • ნიუპრესი • 24

თემურ ჩუბინიძე სოფელ ორპირის მოსახლეობას შეხვდა [R]

„ქართული ოცნების” ტყიბულის მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ტყიბულის მერობის კანდიდატი თემურ ჩუბინიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ ორპირის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო, პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

თემურ ჩუბინიძემ ამომრჩეველს ორპირის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურმან ბასილაძე წარუდგინა.

შეხვედრის მონაწილეებმა მერობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატება უსურვეს.

თეგები: არჩევნები