სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ძირს ნაც-ქოცური დემოკრატია”- პარლამენტის წინ აქცია გაიმართა

26 სექტემბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 17

“ძირს ნაც-ქოცური დემოკრატია”- პარლამენტის წინ აქცია გაიმართა

აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო ცვლილებები გააპროტესტეს.

„ძირს ნაცქოცური დემოკრატია”-ამ სლოგანით პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ კუბო მიიტანეს. მათი თქმით, თუ პარლამენტი მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს დაამტკიცებს, ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასამარდება.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აქცია რიგგარეშე სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა, სადაც კონსტიტუციის მესამე მოსმენით მიღება მიმდინარეობს.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 23 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით, პირველი მოსმენის მსგავსად, 115 ხმით მიიღო.

თეგები: პოლიტიკა