სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რატომ ეთქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე “სიღარიბის დაძლევის პარტიას”?

2 ოქტომბერი, 2017 • ირინა მაკარიძე • 1

რატომ ეთქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე “სიღარიბის დაძლევის პარტიას”?

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარი 5 პარტიას ეთქვა. საბოლოო მონაცემები ცესკომ 1 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

“საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტიას” უარის დოკუმენტაციის არაუფლებამოსილი პირის წარდგენის გამო ეთქვა. პოლიტიკური გაერთიანებაის თავმჯდომარე ბიჭიკო ქართველიშვილია.

პ/გ -გირჩს, რომლის თავმჯდომრე ზურაბ ჯაფარიძე გახლავთ რეგისტრაციაზე უარი მხარდამჭერთა სიებში ხარვეზების გამო უთხრეს.

რეგისტრაცია გაუუქმდა ასევე პ/გ “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”-თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს კომუნისტურ პარტიას- გენერალური მდივანი ივანე წიკლაური და ჯონდი ბაღათურიას “ქართული დასი”. მათ არჩევნებში საცკე პოლიტიკური სუბიექტის სახით მონაწილეობაზე უარი თავად განაცხადეს.

არჩევნებში მონაწილეობას იღებს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივი ჯგუფი.

თეგები: არჩევნები