ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

4 ოქტომბერი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  მამაკაცი დაიღუპა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა 2 ოქტომბერს ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, თუმცა ქვეითად მოსიარულეც გზას არასწორად კვეთდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. მოქალაქე შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თეგები: ავარია