ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისიდან რომის, პარიზის, პრაღის და ბარსელონას მიმართულებით ფრენები იწყება

6 ოქტომბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისიდან რომის, პარიზის, პრაღის და ბარსელონას მიმართულებით  ფრენები იწყება

უნგრული ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისიდან ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაამატა.

კერძოდ, Wizzair-ის ავიარეისებს დაემატა: ქუთაისი-რომი, ქუთაისი-პრაღა, ქუთაისი-პარიზი და ქუთაისი ბარსელონა.

პირდაპირი ავიარეისები აღნიშნულ ქალაქებში 2018 წლიდან ამოქმედდება. მომხმარებელს ბილეთების ყიდვა უნგრული ავიაკომპანიის საიტზე უკვე შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ”ვიზეარმა” ცოტა ხნის წინ ქუთაისი-ვროცლავის მიმართულებითაც დაამატა ფრენები.

მსგავსი:

საქართველოს რამდენი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან და მათგან რამდენი დაბრუნდა უკან?

სექტემბერში ქვეყანაში 763 729 ვიზიტი განხორციელდა

თეგები: ფრენები