ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქუთაისის მასშტაბით მხოლოდ “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან ავად”

12 ოქტომბერი, 2017 • ირინა მაკარიძე • 12

“ქუთაისის მასშტაბით მხოლოდ “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან ავად”

“ნაციონალური მოძრაობა” გადასატანი ყუთებით მოსარგებლეთა სიის მონიტორინგს ეწევა.

“მონიტორინგი ჩავატარეთ და აღმოჩნდა ისე, რომ მთელი ქუთაისის მასშტაბით მხოლოდ “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან ავად და ზუსტად იციან, რომ 21 ოქრომბერს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მათი წნევა 160-დან 220-მდე აიწევს“- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი გიგა შუშანია. მისი განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში საკუთარი მხარდამჭერები შეიყვანა.

“სიაში „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და უკვე თითქმის უბნების 90 %-ზე მთლიანად შეავსო ის 3-იანი ზედა ზღვარი, რომელიც კანონით არის მითითებული. ჩაწერეს თავისი აქტივისტები, საიდანაც დიდი ნაწილი საერთოდ არ არის ავად. ჩვენ დავიწყეთ მონიტორინგი და აღმოჩნდა, რომ მაგალითად 107-ე უბანზე 16 ადამიანიდან 11 არ იყო ავად და არ შეესაბამებოდა საჭირო კრიტერიუმებს, მივმართეთ საოლქო კომისიის და მიუხედავად წინააღმდეგობისა, იძულებული გახდა ეს 16 ადამიანი ამოეღო ამ სიიდან. იგივე ხდება #23 უბანზე – 25 კაციდან მხოლოდ 5 ადამიანია ავად. აღმოჩნდა ისე, რომ მთელი ქუთაისის მასშტაბით მხოლოდ “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან ავად და ზუსტად იციან, რომ 21 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მათი წნევა 160-დან 220-მდე აიწევს“, – აცხადებს გიგა შუშანია. მისი თქმით, პარტია აგრძელებს მონიტორინგს და ამ დარღვევებზე საჩივრების წერას და საზოგადოების წარმომადგენლების ინფორმირებას.

#59 საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ პარტიას საჩივრით მათთვის ჯერ არ მოუმართავს.

თეგები: ავადქართული ოცნება