სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ახალი საქართველო” პლაკატების გაკვრას კერძო კომპანიის რეკლამაზე გეგმავს

13 ოქტომბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 1

“ახალი საქართველო” პლაკატების გაკვრას კერძო კომპანიის რეკლამაზე გეგმავს

სააგიტაციო ბანერებისთვის განკუთვნილ სტენდზე კერძო კომპანიის მიერ უკანონოდ გაკრული ბანერი გააპროტესტა “გიორგი ვაშაძე-ერთობა-ახალი საქართველოს” ძელქვიანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, მედიის დახმარებით მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით მერიას უკვე მიმართეს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

“3 დღის წინ მედიის საშუალებით მერიას მივმართეთ, მათ თქვეს რომ პრობლემის შესახებ არაფერი იცოდნენ და რეაგირება იმ დღესვე მოხდებოდა, თუმცა ამ ფაქტს რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია. ისინი მხოლოდ შეშფოთდნენ, ეს არის მათი დამოკიდებულება არჩევნებისა და ქალაქის მიმართ. დღეს ვაპირებთ მივიდეთ სტენდთან და კერძო კომპანიის რეკლამას ჩვენი პლაკატები გადავაკრათ, რადგან კანონით ჩვენ გვაქვს ამის უფლება”,- განაცხადა გაბუნიამ.

როგორც ქალაქის მერიაში აღნიშნავენ, არსებულ ფაქტთან დაკავშირებით კერძო კომპანიას გაფრთხილება უკვე მიცემული აქვს და ბანერის ჩამოუხსნელობის შემთხვევაში დაჯარიმდება.

თეგები: ახალი საქართველო. პლაკატი