ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“სათამაშო ბიზნესის განვითარება ავტომატურად გულისხმობს მეტ დასაქმებულს წყალტუბოში” [R]

15 ოქტომბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

“სათამაშო ბიზნესის განვითარება ავტომატურად გულისხმობს მეტ დასაქმებულს წყალტუბოში”  [R]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი, თავის გუნდის წევრებთან ერთად, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებსა და საზოგადოებრივად აქტიურ მოქალაქეებს შეხვდა.

„წყალტუბოში საინვესტიციო პოლიტიკის განვითარება გულისხმობს ახალ ინვესტიციებს – ძველი სანატორიუმების რეაბილიტაციას და მათ თანამედროვე, მაღალი დონის სასტუმროებად მოწყობას, სათამაშო ბიზნესის განვითარებას, სახელმწიფოსგან სპეციალურად შექმნილი ლიცენზიის ნულოვანი განაკვეთის საფუძველზე. სათამაშო ბიზნესის განვითარება ავტომატურად გულისხმობს მეტ დასაქმებულს წყალტუბოში და ადგილობრივი ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდას“ , – გრიგოლ იოსელიანი.

მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამასა და წყალტუბოს განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

თეგები: არჩევნებიწყალტუბო