შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სტიქიამ თერჯოლაში ქათმების ფერმა გაანადგურა

17 ოქტომბერი, 2017 • ნიუპრესი • 122

სტიქიამ თერჯოლაში ქათმების ფერმა გაანადგურა

მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

ძლიერმა წვიმებმა თერჯოლის რაიონის სოფელ კვახჭირის მიმდებარედ ქათმების ფერმა გაანადგურა. განადგურებულია როგორც ინფრასტრუქტურა, ისე ფრინველი.

„დაგვეხოცა ასეულობით კვერცხმდები ქათამი. ზარალი ძალიან დიდია“, – განაცხადა ფერმის დირექტორმა გია კეზევაძემ.

ქათმების ფერმა კერძო მეწარმეებს სახელმწიფოს ხელშეწყობის პროგრამიდან ჰქონდათ დაფინანსებული. ამ წუთებში ზარალს ითვლიან.

თეგები: ზარალიიმერეთიწყალდიდობა