ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გრიგოლ იოსელიანი: ჩვენი თვითმმართველობის საზრუნავი სწორედ ტურიზმისა და სოფლის ხელშეწყობა იქნება [R]

18 ოქტომბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

გრიგოლ იოსელიანი: ჩვენი თვითმმართველობის საზრუნავი სწორედ ტურიზმისა და სოფლის ხელშეწყობა იქნება [R]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი სოფელ ყუმისთავის მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მთავარი კომპონენტი ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა. სოფელ ყუმისთავს ორივე მიმართულებით აქვს პოტენციალი – აქ არის ტურისტული ობიექტები, აქ არის მეხილეობის, მევენახაობის, მეფუტკრეობის განვითარების რეალური პირობები. ჩვენი, თვითმმართველობის, საზრუნავი სწორედ ტურიზმისა და სოფლის ხელშეწყობა და მხარდაჭერა იქნება“ – გრიგოლ იოსელიანი.

მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამა და სოფლის გაძლიერებისათვის დაგეგმილი პროექტები საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ლატავრა ბენდელიანმა გააცნო.

შეხვედრას წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდა.

თეგები: გრიგოლ იოსელიანი