ქუთაისის მერია ტენდერს კარსტრული ხვრელების, ე.წ. სასულეების ყელის მოსაწყობად აცხადებს. სამუშაოები პეტრიწის ქუჩაზე ჩატარდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად ქალაქის მერია 14,990 ლარს ასახელებს.
შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადაა 2 წელი, რომლის განმავლობაშიც „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.
ტენდერით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, სასულეების მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 5 სამუშაო დღეში უნდა დაიწყოს და 30 სამუშაო დღეში დასრულდეს.
პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს მცოცავი მიწის -ე.წ. სასულეების პრობლემა დიდი ხანია აწუხებთ და დახმარების თხოვნით თვითმმართველობას არაერთხელ მიმართეს.