ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

64-ე უბანზე ამომრჩეველმა ხმა საკონტროლო ფურცლის ჩაგდებამდე მისცა

21 ოქტომბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

64-ე უბანზე ამომრჩეველმა ხმა საკონტროლო ფურცლის ჩაგდებამდე  მისცა

დარღევა დაფიქსირდა ქუთაისის 64-ე უბანზე. ამომრჩეველმა ბიულეტენი ყუთში საკონტროლო ფურცლის ჩაგდებამდე ჩააგდო.

კომისიის თავმჯდომარის ინგა კვესაძის განცხადებით, კომისიის წევრებს დაავიწყდათ საკონტროლო ფურცლის ჩაგდება.

ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაციამ “ინსტიტუციული განვითარების ცენტრმა” დააფიქსირა. მას შემდეგ, რაც პირველი ბიულეტენი დარღვევით ჩავარდა ყუთში, კიდევ ოთხმა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

ადგილზე მივიდა საოლქო კომისიის წარმომადგენელი, რომელმაც ხუთი ბიულეტენი დალუქა და ბათილად ცნო. შეავსო საკონტროლო ფურცელი თავიდან და გაგარძელდა ხმის მიცემა. შესაძლია, საჩივრის განხილვის შემდეგ უბნის ბათილობის საკითხი დადგეს.

თეგები: არჩევნები