შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმ-აუტის აღების შესახებ”-გოგი წულაია

23 ოქტომბერი, 2017 • ნიუპრესი • 25

“უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმ-აუტის აღების შესახებ”-გოგი წულაია

“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე პოსტს ავრცელებს.

“დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, გულგატეხილობიდან და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმაუტის აღების შესახებ,(რაც ნიშნავდა ჩემს დამარცხებასთან შეგუებას). ხვალიდან ვაგრძელებ აქტიურ ბრძოლას. ადგილობრივ ხელისუფლებას კვლავ “გავაბედნიერებ”- აცხადებს გოგი წულაია.

როგორც მან “ნიუპრესთან” საუბარში განაცხადა, მიზეზთა გამო გუშინ მოუხდა მსგავსი განცხადების გაკეთება, თუმცა დღეს თვლის, რომ ვალდებულია დაიცვას იმ 7%-ის ხმა, რომელმაც მას მხარი დაუჭირა.

“გუშინ ძალიან დათრგუნული ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ ქუთაისი ოპოზიციის გარეშე არ შეიძლება. არ შეიძლება სრული კომფორტი შევქმნათ მთავრობისთვის. მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნდე პოლიტიკაში. ვალდებული ვარ, დავიცვა იმ 7 პროცენტის ხმა, რომელმაც მხარი დამიჭირა”, -განაცხადა გოგი წულაიამ.

შეგახსენებთ, გუშინ არჩევნების შედეგების შეფასებისას გოგი წულაიას განაცხადა, რომ გარკვეული დროით პოლიტიკას ჩამოშორდებოდა.

თეგები: გოგი წულაია