სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თურქეთში ქართველი მძღოლი დააკავეს

29 ოქტომბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

თურქეთში  ქართველი მძღოლი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა ქართველი მძღოლი დააკავეს.

თურქული მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა კაისერის რაიონში მოხდა.

პინარბაში-მალათეას ავტომაგისტრალზე, ერთ-ერთ გზაჯვარედინზე მოძრავ ორ მანქანას, რომელშიც თურქი სამხედროები ისხდნენ, ტრაილერი დაეჯახა, რომელსაც ქართველი მძღოლი მართავდა.

ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ სამმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქართველი მძღოლი პოლიციამ დააკავა.

თეგები: სამართალიუცხოეთი