სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხარაგაულში მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

9 ნოემბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 1

ხარაგაულში მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდა მამაკაცმა.

თვითმკვლელობის მიზეზად გარდაცვლილის ოჯახის წევრები პოლიციის მხრიდან ზეწოლას ასახელებენ.

მათი განმარტებით, იმის გამო, რომ ძმები ჯართს აგროვებდნენ, პოლიციაში დაიბარეს. პოლიციის შენობიდან დაბრუნებულმა კი ამირან კვირიკაშვილმა თქვა, რომ ან მათ მოკლავდა, ან თავს მოიკლავდა.

ოჯახი ვარაუდობს, რომ სამართალდამცველები მისგან თანამშრომლობას ითხოვდნენ, მამაკაცმა კი ზეწოლას ვერ გაუძლო.

გამოძიება სს კდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თეგები: თვითმკვლელობასამართალი