გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი წყალმომარაგების მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნულის თანახმად, საქუსლიის გორაზე წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო და გადართვითი სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, 16 ნოემბერს 8:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ქალაქ ქუთაისის შემდეგ მარტვის ტერიტორიულ ერთეულებსა და მიმდებარე სოფლებს:
- საფიჩხია
- უქიმერიონი
- ძელქვიანი
- თაბუკაშვილი
- სულხან-საბა
- ნიკეას ქ. 1-დან 40-მდე
- გამარჯვება
- ავტოქარხნის მარჯვენა და მარცხენა დასახლება
- ქალაქ მუზეუმი
- სოფელი ფარცხანა ყანევი
- სოფელი ქვიტირი
- კოპიტნარი (ყოფილი სამხედრო დასახლება)
- სოფელი ბანოჯა