ქუთაისში ზაურ შეყრილაძისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, მურად დოხტურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამდღიანი საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.
ტურნირის ორგანიზებისთვის ქალაქის მერიამ 6 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნვეყოს ტურნირის კეთილმოწყობილ სპორტულ დარბაზში ჩატარება, 40 მონაწილის სამი დღით სასტუმროში მოთავსება, რომელსაც სამჯერადი კვება ექნება.
ტურნირის ორგანიზება 2017 წლის სახსრებით განხორციელდება. სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა 22 ნოემბერია.