სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საოლქო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა

16 ნოემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის საოლქო კომისიამ  საჩივრების განხილვა დაასრულა

ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმავლობაში დაწერილი საჩივრების განხილვა დაასრულა.

კომისიამ ” საიას” 7 საჩივარი განიხილა. N 7-ე, 62-ე, 94-ე, 66-ე, 36-, 39-ე და 114-ე უბნებზე დაწერილი საჩივრები კენჭისყრის დროსა და შემდგომ აღმოჩენილ პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.

განხილვის შედეგად, 4 უბნის თავმჯდომარეს შენიშვნა მიეცა. რამდენიმე შემთხვევაში თავმჯდომარემ საოლქო კომისიაში სარეგისტრაციო ჟურნალი დაულუქავი მიიტანა.

“საიას” გადაწყვეტების გაპროტესტება სასამართლოში 2 დღის განმავლობაში შეუძლია. საოლქოს საბოლოო შედეგები ცესკოში გადაიგზავნება, რის შემდეგაც ცესკო მერის საქმიანობის დაწყების თარიღი გამოცხადდება.

ქუთაისის საკრებულო უფლებამოსილებას 20 ნოემბერს შეუდგება.

თეგები: საოლქოსაჩივრები