სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ვიღაც სავალუტო ბაზარზე დაუშვებელი წესებით თამაშობს“- რევაზ რობაქიძე

18 ნოემბერი, 2017 • ირინა მაკარიძე • 1

“ვიღაც სავალუტო ბაზარზე დაუშვებელი წესებით თამაშობს“- რევაზ რობაქიძე

„ლარის დევალვაციას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს, ვიღაც ამ ბაზარზე დაუშვებელი წესებით თამაშობს“,- აცხადებს ქვეყნის საპატიო ბანკირი რევაზ რობაქიძე.

“ყველა სტატისტიკური მაკროეკონომიკური მონაცემები პოზიტიურია და ლარის დევალვაციის საფუძველს არ იძლევა, სავალუტო ბაზარზე თუ ვინმე დაუშვებელი წესებით თამაშობს, ეს საკითხი შესასწავლია” – აღნიშნა რობაქიძემ “ნიუპრესთან” საუბარში.

მისი პროგნოზით, ლარის კურსის დასტაბილურება დეკემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.

“გასული წლის ამავე პერიოდში სავალუტო კურსი 2,73 – ის ფარგლებში ფიქსირდებოდა, დეკემბრის შუა რიცხვებიდან კი – დასტაბილურდა. ვფიქრობ, კარგი იყო თავიდანვე ეროვნულ ბანკს მეტი ინფორმირება მოეხდინა საზოგადოების და შექმნილი პანიკა პოზიტიური მოლოდინებით განეიტრალდებოდა, რადგან ამის საფუძველს ქვეყნის ეკონომიკის მზარდი მაჩვენებლები იძლევა”, – აცხადებს ეროვნული ბანკის ქუთაისის რეგიონალური ფილიალის ყოფილი მმართველი.

შეგახსენებთ, რევაზ რობაქიძეს საქართველოს საბანკო სისტემის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის “დამსახურებული ბანკირის” წოდება გასულ წელს მიენიჭა.

თეგები: ბაზარიეკონომიკალარირევაზ რობაქიძესავალუტო