ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“დაფინანსება ხდება საჭიროებებისა და პროგრესის მიხედვით, არა ერთბაშად გადარიცხვით”-“ქართუ ჯგუფი”

22 ნოემბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“დაფინანსება ხდება საჭიროებებისა და პროგრესის მიხედვით, არა ერთბაშად გადარიცხვით”-“ქართუ ჯგუფი”

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის ბიძინა ივანიშვილმა მილიარდი ევრო გადარიცხა, -ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფული დაირიცხა ბანკში და ინვესტორი ამ ფულის უკან დაბრუნებას ვერ შეძლებს. ეს კი არის გარანტია იმისა, რომ აუცილებლად აშენდება პროექტი.

„ქართუ ჯგუფში“ „ნიუპრესთან“ საუბარში განმარტავენ, რომ მათთვისაც გაურკვეველია, საიდან და რატომ გავცელდა, ან რას ნიშნავს ეს ინფორმაცია.

“საეროდ არ გვესმის რას ნიშნავს გადაირიცხა, სად, რატომ, რისთვის? დაფინანსება ხდება საჭიროებებისა და პროგრესის მიხედვით, არა ერთბაშად გადარიცხვით. არასწორი ინფორმაცია გავრცელდა როგორც გადარიცხვის, ასევე იმის შესახებ, თითქოს უნივერსიტეტის მშენებლობისთვის თანხის გადარიცხვა არ დასტურდება”, -აცხადებენ “ქართუ ჯგუფში”.

შეგახსნებთ, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. ამჟამად ქვაბულის ამოთხრის სამუშაოები მიმდინარეობს.

თეგები: ქართუ ჯგუფი