|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო"

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სამუშაოები დაიწყო. „ქართუ ჯგუფის" პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა „ნიუპრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ ამ დროისთვის ტერიტორიაზე ქვაბულის ამოთხრა მიმდინარეობს.

„ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერისიტეტის მშენებლობა დაიწყო, ახლა მიმდინარეობს ქვაბულის ამოთხრა. ძალიან დიდი ქვაბულია. ჰექტარზე მეტი მარტო ის ფართობი, რაზეც შენობა აიგება. ამის შემდეგ დაიწყება შენობის მშენებელობა. რომელიც  ჯამში 55 000  კვ. მეტრი იქნება,“-განაცხადა ცაგარელმა.

მისივე თქმით, სამუშაოების პირველი ნაწილი 2019 წელს დასრულდება. საუნივერსიტეტო კომპლექსში მოეწყობა მაღალი დონის ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები.  უნივერსიტეტი დაკომპლექტდება  ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალით.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ ოფიციალური განცხადება  2016 წელს გაკეთდა. ამის შემდგომ მშენებლობის დაწყების არაერთი თარიღი დასახელდა. უნივერსიტეტის მშენებელობას  ქუთაისში კვლავ სკეპტიკურად უყურებენ და არჩევნებისთვის დაწყებულ აქტიურობად მიაჩნიათ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი