ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გოგონები დაიღუპნენ

21 ნოემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გოგონები დაიღუპნენ

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხარაგაულელი არასრულწლოვანი გოგონები დაიღუპნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ერთ-ერთი გოგონა, მარიამი ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში სწავლობდა. ერთი წელია, რაც თბილისში დეიდასთან საცხოვრებლად და სასწავლებლად გადავიდა. მარიამი 16 წლის, ლიზი კი 7 წლის იყო. გარდაცვლილი გოგონები დეიდაშვილები არიან.

შემთხვევის შედეგად დაშვებულია ერთი მამაკაცი.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

chemikharagauli

თეგები: ავტოსაგზაო შემთხვევა