სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა

7 დეკემბერი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისში ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა

ქუთაისში ზებრა გადასასვლელზე ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

დაშავებული 25 წლამდე გოგონაა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

შემთხვევას ყავს თვითმხილველები.

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

თეგები: ავტომანქანაზებრა